საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება, რომ შევაჩეროთ კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელება, პირიქით, ყველა პირობაა, რომ გავრცელდეს ძალიან სწრაფად – გიორგი ფხაკაძე

კორონა ვირუსის დელტა ანუ “ინდური” ვარიანტი არის ძალიან საშიში მოვლენა, რომელიც დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვირუსის ინდურმა ვარიანტმა ერთ კვირაში ისეთი რამ ქნა, რაც წინა ვარიანტებმა თვეების მანძილზე ვერ ქნეს.

,,დელტა ვარიანტი ანუ “ინდური” ვარიანტი კორონა ვირუსის არის ძალიან საშიში მოვლენა. 1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მარტო ინდოეთში კორონა ვირუსისგან. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციფრი 3 მილიონს აჯარბებს.

კორონავირუსის ინდური ვარიანტი არის ძალიან გადამდები და ერთ კვირაში ისეთი რამ ქნა, რაც წინა ვარიანტებმა თვეების მანძილზე ვერ ქნეს. ახალი ინფიცირების მაჩვენებლები სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვაა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – ინდური ვარიანტი დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე და რატომ?! მარტო ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული შემთხვევის 96% ინდური ვარიანტია, ამერიკაში -10%, საფრანგეთში – 4%.

საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვირუსის გავრცელება. პირიქით, ყველა პირობაა, რომ გავრცელდეს ძალიან სწრაფად. ვირუისგან თავის დასაცავას აუცილებელია ვატაროთ
სამედიცინო პირბადე, დავიცვათ ორმეტრიანი დისტანცია . ავიცრათ ,,ფაიზერით“.

რატომ ,,ფაიზერი“ და იმიტომ , რომ 86%-ით იცავს ინდური ვარიანტისგან. დანარჩენ ვაქცინებზე არც ვაპირებ საუბარს. დავიღალე იმის მტკიცებით, რომ თეთრი ფერი თეთრია და შავი ფერი – შავი. არ დაიღალეთ ამდენი უაზრო ტყუილის მოსმენით ?! მე დავიღალე, ოღონდ მართლა. ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.