ვლადიმერ პუტინი – ბევრ საკითხზე ჩვენი შეფასებები განსხვავდება, თუმცა ორივე მხრიდან ნაჩვენები იყო პოზიციების დაახლოების სურვილი, საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი იყო

საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პუტინის თქმით, ბევრ საკითხზე შეფასებები განსხვავდება, თუმცა ორივე მხრიდან ნაჩვენები იყო ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი.

„მიმაჩნია, რომ არანაირი მტრობა არ ყოფილა. ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობდა პრინციპულად. ბევრ საკითხზე ჩვენი შეფასებები განსხვავდება, თუმცა ორივე მხრიდან ნაჩვენები იყო ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი. საუბარი იყო საკმაოდ კონსტრუქციული“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.