ირაკლი კობახიძე თბილისი პრაიდზე – მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე

მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება. მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისი პრაიდის შესახებ დასმულ კითხვას.

ამასთანავე, კითხვაზე, “ამით ეკლესიას უგორებთ კოჭს?” კობახიძე აცხადებს: “ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”.

“ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”,- განაცხადა კობახიძემ “ტვ პირველის” ეთერში