პაატა იმნაძე – ე.წ. ინდური შტამი შეიძლება გაციების სიმპტომებით მიმდინარეობდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ე.წ. ინდური შტამის სიმპტომებზე საუბრობს და მოქალაქეებს აფრთხილებს.

როგორც იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან.

„ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.