ნამდვილი ქართული საქმე გრძელდება-კიდევ 12 ფერეიდნელი დაეუფლება ქართულ ენას!

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში ჩავიდა და იქაურ ქართველებს ქართული წიგნები ჩაუტანა.

11209633_10206440194704543_1541911936226066093_n

რამდენიმე დღიანი ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა ისეთი პროექტი განეხორციელებინა, რომელიც ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენისა და სიმღერების შესწავლის საშუალებას მისცემდა. პროექტი დაიწერა და ავტორმა მას „ნამდვილი ქართული საქმე“ უწოდა. პროექტის ფარგლებში 12 ფერეიდნელი 2 თვის განმავლობაში თბილისში ქართულ ენას და სიმღერას სწავლობდა, თან საქართველოს ღირშესანიშნაობებს ეცნობოდნენ და სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდნენ.

13480221_1319780511369801_1914273402_n-800x445

ზვიად ტომარაძემ პროექტი საქართველოს პრეზიდენტს გააცნო და  პროექტში მონაწილე ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა,  რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა. შემდეგ ფერეიდნელ ქართველებსაც შეხვდა, რომლებმაც პრეზიდენტი  ფერეიდანში დაპატიჟეს.

13620149_10209645154186527_5705207866972854364_n

პროექტის დასრულების შემდეგ ფერეიდნელი მოსწავლეები დიდ სცენაზე წარსდგნენ საზოგადოების წინაშე და ნასწავლის დემონსტრირება მოახდინეს. პირველი პროექტი „ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ დააფინანსა.

13654189_10209655089674908_3469663109726313266_n

როგორც ირკვევა პროექტი ისევ გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

-„მეგობრებო! მინდა გაცნობოთ კარგი სიახლე!
პროექტი: “ქართული ენის შემსწავლელი კურსები ფერეიდნელი ქართველებისთვის” გრძელდება. ამჯერად 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე 12 ფერეიდნელს ვუმასპინძლებთ, შევასწავლით ქართულ ენას და ხალხურ სიმღერებს. პროექტის დამფინანსებელს მალე გაცნობებთ. წინა პროექტში მონაწილე ფერეიდნელებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე გავუწიე რეკომენდაცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეპირებისამებრ ამ საკითხში გვეხმარება“.

კომენტარის დატოვება