გია ხუხაშვილი – თუ პროკურატურას უნდოდა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქმის დახურვა, ეს ხმაურის გარეშე უნდა გაეკეთებინა

ექსპერტი გია ხუხაშვილი  პროკურატურის მიერ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების  გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხუხაშვილის თქმით, ამ საქმის წამოწევით, ჩანაწერის ფიგურანტები კიდევ უფრო დააზიანეს.

“თუ პროკურატურას უნდოდა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქმის დახურვა, ეს უნდა გაეკეთებინა ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ბრიფინგით მათ მოახდინეს უკვე პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაცია, რითაც კიდევ უფრო დააზიანეს ჩანაწერის ფიგურანტები. ახლა მთავარი კითხვაა – ეს შეგნებულად გააკეთეს, თუ სიბრიყვით მოუვიდათ?,”-წერს ხუხაშბილი.
ცნობისთვის, პროკურატურამ 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგები შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.  მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. უწყების ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.