სალუქვაძე აუდიო ჩანაწერებზე: „მონტაჟის 170 ადგილი, 21 ადგილას სხვა პირთა ხმები, ესაა თქვენი ცრუპენშოუები – უნდა აეკრძალოთ ჟურნალისტობა”

“მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები –  უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა,”- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის შუალედურ ანგარიშს, რომლის თანახმადაც ჩანაწერი გაკეთბულია 2011-2012 წლებში და იგი გაყალბებულია.

სალუქვაძის თქმით, ტელეკომპანიას ლიცენზია უნდა გაუუქმდეს და ჟურნალისტობაა აეკრძალოთ.

„არც ახლა მისცემთ ხომ სრულ ჩანაწერს? ძალად გამოთხარეთ ეს გამოძიება, თორემ იდო მასალები არქივში და იდებოდა საუკუნეები.

მონტაჟის 170 ადგილი, 21 ადგილას სხვა პირთა ხმები, ესაა თქვენი ცრუპენტევეები და ცრუპენშოუები. მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები, უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა.

პასუხი ვის მოეთხოვება? ისე, იხსენებთ ხომ იმ ტოტალური მოსმენების დროს, “ტელეფონზე ვერ გეტყვიო”, გავრცელებული ფრაზა რომ იყო,“- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგები შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.  უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. პროკურატურის ინფორმაციით, დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.