სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ გავაფრთხილე, რომ მათი ურთიერთობები დასავლეთთან სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის გამო

ჩვენ პარლამენტში სწორედ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შედეგად ვართ და რატომ არიან მაშინ ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) პარლამენტში თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ჩემთვის გაუგებარია, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„მე „ნაციონალური მოძრაობა“ დავტოვე სწორედ იმიტომ, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვა პარტიამ, მე გავაფრთხილე პარტია, რომ მათი ურთიერთობები დასავლეთთან იყო სერიოზული საფრთხის ქვეშ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის გამო და როგორც ჩანს ვაშინგტონში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იგივე გზავნილები მოისმინეს, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა ამ პარტიის მიმართ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.