უკრაინასთან ორმხირივი კონტაქტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რათა ერთობლივი პოზიციები გვქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე – დავით ზალკანიანი

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დიმიტრი კულებას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ისე საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„უკრაინა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა. ჩვენ გვქონდა მაღალი დონის ვიზიტები, ასევე იგეგმება საქართველოდან უკრაინაში მაღალი დონის ვიზიტები და ბუნებრივია, განვიხილეთ ასევე რეგიონალური უსაფრთხოების თემები, შევაფასეთ ბოლო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენები, როგორიც იყო ნატო-ს სამიტი, ასევე ევროკავშირ-ამერიკის შეერთებული შტატების სამიტი, ამერიკა-რუსეთის სამიტი ზუსტად იმ კონტექსტში, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის და ბუნებრივია, ვისაუბრეთ ასევე სამომავლო პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებზე.

მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, კიევში დაფუძნდა სამმხრივი ფორმატი, ტრიოს ფორმატი, ასოცირებული წევრების ევროკავშირის და ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ერთობლივი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების კუთხით. სწორედ ამ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ და უახლოეს პერიოდში ჩვენი საზოგადოება იხილავს სწორედ შედეგებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგმულს ერთობლივად ტრიოს ფორმატში ევროკავშირთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ეს ორმხირივი კონტაქტები, რომელიც გვაქვს უკრაინასთან, ძალიან ხელს უწყობს ასევე ჩვენს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში, რათა კოორდინირებული ერთობლივი პოზიციები გვქონდეს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ნატო-ში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ასევე კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ერთობლივი ქმედებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.