შატილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

ვაჟა თანიაშვილი

geomediatv.ge-ს დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის ბიუროს ხელმძღვანელი

როგორც საზოგადოებას ახსოვს, შატილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ინფორმაციის გახმაურების შემდეგ სოფელში გენერატორი დაიდგა და ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა მოსახლეობას. მთავრობამ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, რომ შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაზიანების დღიდან  დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობდა და  ერთი თვის განმავლობაში დასრულდებოდა, რისთვისაც ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მცირე ჰესის რეაბილიტაციის შემდეგ კი,  შატილს სრული – 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგებაო.

დღეს შატილს უკვე აღუდგა 24-საათიანი ელექტრომომარაგება. ჩვენ შატილის რწმუნებულს, ამირან გოგოჭურს დავუკავშირდით.

-„24 ოქტომბერს შატილი ჰესი ავარუილად გამოირთო,გახდა საჭირო ჰესის(ე.წ ტურბინების)რეაბილიტაცია-შეკეთება,მიმდინარეობდა მოლაპარაკება კერძო და სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე  მოლაპარაკება გაიმართა  „ენერგოპრო ჯორჯიასთან“ ენერგეტიკის სამინისტროს დახმარებით. კომპანიამ აიღო ვალდებულება ჰესის შეკეთებაზე.8 ოქტომბერს მოხდა დემონტაჟი და გადატანილი იქნა ქუთაისის ქარხანაში შესაკეთებლათ. რის შემდეგაც მოხდა შატილში გადატანა და 10 დღეში დასრულდა ჰესის არდგენა, გაშვებული იქნა პირველ ნოემბერს, 2 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სპეციალისტები და ამჟამად ჰესი სრული დატვირთვიტ მუშაობს. მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება ელექტროენერგია, რის გამოც მადლობას უხდიან „ენერგო პროჯორჯიას“ და ენერგეტიკის სამინისტროს“-გვითხრა გოგოჭურმა.

   რომ იტყვიან სულზე მოუსწრო შატილს 24 საათიანმა ელქტრომომარაგებამ, რადგან აქ უკვე თოვლი მოვიდა და გზა ჩაიკეტა.

რამდენად მომზადებულია მოსახლეობა და ადგილობრივი მთავრობა გრძელი ზამთრისთვის, ამას შემდეგ გაგაცნობთ.

 

კომენტარის დატოვება