სამინისტროს გააჩნია 2030 წლისთვის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომში გამართულ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაზე სამინისტროს განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადინა.ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმები განიხილება.

„ეს არის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც სამინისტროს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს და გვაჩვენებს 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხით რა პარამეტრებს უნდა მივაღწიოთ სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების ნაწილში. ასევე, რა ტიპის პოლიტიკა უნდა გვქონდეს გარემოსდაცვით მიმართულებებზე. აღნიშნული დოკუმენტი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ასოცირების ვალდებულებებთან, იმისთვის რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით გავაკეთოთ განაცხადი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.