მერაბ ქვარაიამ მომხრეებთან ერთად საარჩევნო პლაკატებისგან ქალაქის დასუფთავება დაიწყო

მერაბ ქვარაიას საარჩევნო შტაბმა საარჩევნო პლაკატებისგან ქალაქის დასუფთავება დაიწყო. აქციაში „ქართული ოცნების“ წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად ახლადარჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მიიღო მონაწილეობა. მან მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული  დემოკრატიულ ფასეულობები მკვიდრდება.

14732279_1523715857655410_7056300741547720785_n 14900370_1523715357655460_286072661174329786_n

აქვე შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში მხარდამჭერებთან და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად საარჩევნო პლაკატებისგან გაწმინდა ქალაქი.

14666066_1598746270426476_2492328129578103956_n aaaaaaaa

იმედია თბილისშიც მიბაძავენ მათ კოლეგებიც და ის კანდიდატებიც, რომლებმაც გამარჯვება ვერ მოიპოვეს. პირველი ტურის უტყვი მოწმეები ჯერ კიდევ საცოდავად ჩამოგლეჯილები დამსუფთავებელს ელიან.

კომენტარის დატოვება