“მესმის, რომ გინდათ მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე -ეს ცეცხლთან თამაშია – ამირან გამყრელიძე

„ეს ცეცხლთან თამაშია – ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის მაჩვენებლები ჯერ კიდევ საგრძნობლად მაღალია.

“ეს ცეცხლთან თამაშია. ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია რა დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე,”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა.