გორში “რესპუბლიკელები” პარტიას ტოვებენ, ფრაქცია კი დამოუკიდებელი გახდება

“რესპუბლიკური პარტია” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბერკაცაშვილმა და მასთან ერთად პარტიის 60-მდე წევრმა დატოვა. პარტიის უკვე ყოფილი წევრები მიზეზებს არ აკონკრეტებენ, ბერკაცაშვილი კი ამბობს, რომ “რესპუბლიკელების” დატოვების გადაწყვეტილება  საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდათ მიღებული.

“პარტია ჩემთან ერთად დატოვა კიდევ 59 წევრმა. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ერთმანეთთან, არჩევნებამდე თითქმის ყველას გვქონდა გადაწყვეტილი, რომ პარტია დაგვეტოვებინა. მაშინ თავი შევიკავეთ, რადგან პარტიის არჩევნების დროს მიტოვება არ იქნებოდა კარგი. ახლა ჩვენ ვტოვებთ “რესპუბლიკურ პარტიას”.  ჩვენ გორის რაიონის საკრებულოში გვაქვს ფრაქცია “რესპუბლიკელები”, მალე ჩვენი ფრაქცია გახდება დამოუკიდებელი”-განაცხადა ბერკაცაშვილმა.

კომენტარის დატოვება