“რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ეს არის იმ პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება, რომლესაც რუსეთი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

„ეს არის ქმედება, რომელიც ნამდვილად არ არის მიმართული რეგიონში უსაფრთხოებისადმი, ირღვევა როგორც 2008 წლის შეთანხმება ასევე ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები. ჩვენ ამაზე უკვე მოვახდინეთ რეაგირება, როგორც 2015 ასევე დღესაც და ჩვენი მხრიდან ეს საკითხი დგას ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, დღეს აღნიშნული საკითხი ეუთო-ს მუდმივი წარმომადგენლების ფორმატშიც განიხილება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარის დატოვება