საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ გახდება პირი, თუ ის შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, თუ ის არის შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული როგორც პრესის და ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელი.

აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შევა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.

ინიციატივა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს ეკუთვნის, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა.

კანონის მოქმედი რედაქცია მსგავს შეზღუდვას დამკვირვებლებთან და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელებთან მიმართებაში ითვალისწინებს.