გია ხუხაშვილი – “ოცნება” ისტერიულად ცდილობს, გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს ჩაუდოს
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აშშ-ში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ხუხაშვილის თქმით, გიორგი გახარიას და მიხეილ სააკაშვილსაც კარგად ესმით, რომ მათი ნებისმიერი ფორმით თანამრომლობა ორივეს აზიანებს.
“გახარიასაც და სააკაშვილსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ნებისმიერი ფორმით შეთანხმება ორივეს აზიანებს – სააკაშვილის ამომრჩევლისთვის “თვალთხარია” კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც სააკაშვილია მიუღებელი გახარიას ამომრჩევლისთვის.
მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ისტერიულად ცდილობს ისინი ერთმანეთს ჩაუდოს.
რისი იმედი აქვთ?
საკუთარი ამომრჩევლის ზღვარგადასული სიბრიყვის, რომელსაც გონიათ რომ ნებისმიერ სისულელეს შეაჭმევენ.
შენ, ვისაც კობახიძე გელაპარაკება…არ გიტყდება?!”- წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აშშ-ში ერთმანეთს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ. ტელეკომპანიამ ეს ინფორმაცია იმის საფუძველზე გაავრცელა, რომ სასტუმროში, სადაც გიორგი გახარია იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილიც შენიშნეს.