ირაკლი კობახიძე – მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო

მორწმუნეებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ის 2-3 დღე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით დამთხვევა იყო – მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ მათი (გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი) ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ჩვენ შეიძლება სხვა რამის გვწამდეს. რეალურად ეჭვები ყოვედღიურად მძაფრდება, რომ არის პოლიტიკური ალიანსი ორ პოლიტიკოსს შორის. ეს რა თქმა უნდა, ამ ე.წ. დამთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა“, – აღნიშნა კობახიძემ.