ბიძინა კულუმბეგოვი: რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის

რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

„როდესაც „ასტრაზენეკას“ გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყო და მასთან ასოცირებული თრომბოემბოლიური რისკი ახალგაზრდებში გამოიკვეთა და დაუდასტურდათ მათ ეს იშვიათი, მაგრამ გვერდითი მოვლენა, ამის შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო პრეცედენტური გამოყენება, ანუ ვისაც პირველი დოზა ჰქონდა „ასტრაზენეკა“, მას მეორე დოზა შესთავაზეს „ფაიზერი“, შემდეგ ამან კვლევითი ფორმები მიიღო და უფრო სიღრმისეულად შეისწავლეს.

ყოველთვის არის მოწოდება, რომ მაინც ჯობს ერთი და იგივე ვაქცინა გამოვიყენოთ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში, რომელმაც ასეთი რამ აჩვენა: პაციენტები რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ერთი, რომლებსაც ჰქონდათ ორჯერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადმინისტრირებული, მეორე, რომლებსაც 2-ჯერ ჰქონდათ „ფაიზერი“ გამოყენებული და მესამე, შერეული ვაქცინა. იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ორი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში და ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ორი „ფაიზერის“ შემთხვევაში. ჯერჯერობით ეს საყოველთაო, მსოფლიო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით არც რაიმე პრობლემაა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.