გარდაბნის ტბაში დაკარგული 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურ ტბაში მაშველებმა დაკარგული ორი მოზარდის ცხედრები იპოვეს.

15-17 წლის მოზარდები ტბაზე საცურაოდ იმყოფებოდნენ. თავდაპირველად ტბაში 3 მოზარდი შევიდა, მათგან ერთმა გამოსვლა შეძლო.

მაშველები მოზარდებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.