როგორ ნაწილდება მოქალაქეების ხმები მერის არჩევნებზე – Edison Research-ის კვლევა

Edison Research-მა წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთი კითხვა მერობის კანდიდატს ეხებოდა.

კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, გამოითხულთა 34%-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირა.

“ქართული ოცნების” კანდიდატს ხმას  გამოკითხულთა 30% მისცემდა. რაც შეეხება გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატს, მას მხარს 13% უჭერს.

ცნობისთვის, საქართველოშ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.