ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო გადამდები და მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

„ვარიანტი „დელტა“ უფრო გადამდები და მომაკვდინებელია და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ახალგაზრდა, არავაქცინირებული ადამიანები უფრო დაუცველნი არიან, ვიდრე ოდესმე. გთხოვთ, გაიკეთოთ ვაქცინა, თუ ჯერ არ გაქვთ გაკეთებული. მოდით, თავი დავაღწიოთ ამ შტამს, სანამ გვიან არ არის“, – დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.