ურეკში სასტუმრო იწვის

ურეკში მდებარე სასტუმროში ხანძარია. ცეცხლი სამსართულიანი სასტუმროს მესამე სართულს გაუჩნდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია ურეკის, შეკვეთილის და ოზურგეთის  სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.
დასახმარებლად დამატებითი ბრიგადები ქობულეთიდან და ფოთიდან გამოიძახეს.