სამეგრელოში 8 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადეს – პოლიციამ მამა-შვილი დააკავა

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადეს. ბრალდებულები თანასოფლელი მამა-შვილი არიან.

არსებული ინფორმაციით, 8 წლის გოგო ჯერ 60 წლის თანასოფლელმა კაცმა, ტ.გ-მ გააუპატიურა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მოძალადის შვილმა, 30 წლამდე ზ.გ.-მ.

ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა გოგომ შემთხვევის შესახებ დედას უამბო. ოჯახმა კი საქმეში სამართალდამცავები ჩართეს.

ექსპერტიზამ მოზარდზე სექსუალური ძალადობა დაადასტურა. სწორედ ამის საფუძველზე პოლიციამ ძალადობაში მამა-შვილი დააკავა.