საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი ki გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ასევე, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 104 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 282, „პისიარ“ ტესტით – 13 822.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,05%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348 267 გამოჯანმრთელდა, 5 237 კი, გარდაიცვალა.