სამეგრელოში თანასოფლელებმა 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის სახლი დაწვეს (ფოტო)

სამეგრელოში, ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი გადაწვა.

არსებული ინფორმაციით, სახლს ცეცხლი ადგილობრივმა მოქალაქეებმა წაუკიდეს.

შეგახსენებთ, სამეგრელოში დააკავეს მამა-შვილი, რომლებსაც ბრალად 8 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობა ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, 8 წლის გოგო ჯერ 60 წლის თანასოფლელმა კაცმა, ტ.გ-მ გააუპატიურა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მოძალადის შვილმა, 30 წლამდე ზ.გ.-მ.