წნორში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

საავტომობილო გზაზე ერთმანეთს “ფორდის” და “ნისანის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.