ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ასევე, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 352 შემთხვევა გამოვლინდა, 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა.