ბიძინა კულუმბეგოვი ტურისტების ტესტირებაზე – სწორი გადაწყეტილებაა, იმედია მალე მოიყვანენ სისრულეში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ, დადებითად აფასებს.

მისივე თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოვიდეს.

“ტურისტი = ორჯერადი ვაქცინაცია + ტესტირება! სწორი გადაწყეტილებაა, იმედია მალე მოიყვანენ სისრულეში,”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დრეს განაცხადა, რომ ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადაა აცრილი, საქართველოში დამატებით უნდა გაიტესტოს.