ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

დაბა ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.

დაკავებულების ახლობლები საპატრულო პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები. ისინი დაკავებული პირების მუხლის გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი სამართლიანი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  პერმამენტულ აქციებს გამართავენ და პროტესტის სხვა კანონიერ გზებს მიმართავენ.

13 დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა 27 ივნისს შეეფარდა.