ხაზარაძე ღარიბაშვილს – ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ გაგაჩნიათ

„ეკონომიკის მინისტრი ესწრება სხდომაზე და ის ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ გაგაჩნიათ”, – ასე მიმართა  ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

„თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არავინ შემოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესიო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ამიტომ შეხვდით სასწრაფოდ ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონში და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის მერე ინვესტორებიც გამოჩნდებიან“, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password