თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს, ოდრე აზულეს შეხვდა -ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მწვავე საჭიროებას და ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას მოცემულ ტერიტორიებზე, რაც მიმდინარე წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თბილისში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ხორციელდება. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობას კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით და მათ შორის, პირველ რიგში, აღინიშნა სამინისტროს სსიპ „შემოქმედებით საქართველო“, რომელიც მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტროს ფარგლებში უნდა გახდეს წამყვანი ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს.