ივლისის ბოლომდე საშუალება გვექნება, დავიწყოთ მასიური ვაქცინაცია – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით მიდის მოლაპარაკებები დიდ მოლებთან, იგეგმება ვაქცინაციის ბრიგადების გაორმაგება, რათა სულ უფრო მეტი ადამიანი აიცრას ყოველდღიურად.

,,ჩვენთვის დღეს მთავარი აქცენტი გახლავთ ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება. როგორც მოგეხსენებათ, 2.5 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის შემოტანაზე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტები გაფორმებული. ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით, რომ პირველი პარტია იქნება მოწოდებული და ივლისის ბოლომდე გვექენება საშუალება, დავიწყოთ მასიური ვაქცინაცია.

დღეს ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 284 ბრიგადა, იგეგმება ბრიგადების რაოდენობის გაორმაგება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. უკვე მოქმედებს „ჰუალინგის” ვაქცინაციის ცენტრი და მიდის კონსულტაციები დიდ მოლებთან,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.