ხობში 19 წლის ბიჭი დაჭრეს

ხობში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ბ.წ-ს მაშინ მიაყენეს ჭრილობა, როცა ბიძასთან ერთად, სავარაუდოდ, “საქმის გასარჩევად” იმყოფებოდა.

ახალგაზრდას დაზიანება მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული.. ის ძლიერი სისხლდენით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა დაჭრილი ბ.წ. უკვე დაკითხეს. მომხდარში ბრალდებული პირი, 40 წლის ლ.ლ. პოლიციამ უკვე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.