ყველამ ვნახეთ ბოლო დღეებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიღწეული პროგრესი – არასრულწლოვნების მონიტორინგი გრძელდება – კარლ ჰარცელი

ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ ბოლო დღეებში მიღწეული პროგრესი, ვგულისხმობ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების უმეტესობის დეინსტიტუციონალიზაციას და იქ დარჩენილი არასრულწლოვნების მონიტორინგს, რომელიც გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და „იუნისეფის“ წარმომადგენელიც ესწრებოდნენ.

მისივე თქმით, პარლამენტი ემზადება სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად ბავშვთა დაცვის კოდექსზე, რაც მისასალმებელი ფაქტია და ვფიქრობს, რომ პარლამენტის როლი ამ პროცესში იქნება ძალიან სასარგებლო.

„პანსიონში ახლა ვხედავთ ღიაობასა და გამჭვირვალობას, რაც აუცილებლად არის საჭირო და ძალიან კარგია.

ახლახან დავესწარი შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოს, სამინისტროს და ჯანდაცვის მუშაკების მონაწილეობით გამართული ჩვენი წინა შეხვედრის გაგრძელებაა, რომელსაც ასევე ესწრებოდა „იუნისეფი” და „ვორლდ ვიჟენი”. პირველ ყოვლისა, განვიხილეთ ვითარება ნინოწმინდაში. ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ ბოლო დღეებში მიღწეული პროგრესი, ვგულისხმობ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების უმეტესობის დეინსტიტუციონალიზაციას და იქ დარჩენილი არასრულწლოვნების მონიტორინგს, რომელიც გრძელდება. ახლა ვხედავთ ღიაობასა და გამჭვირვალობას, რაც აუცილებლად არის საჭირო და ძალიან კარგია. განვიხილეთ ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფოკუსი ბავშვების კეთილდღეობაზე. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა უფრო ფართო საკითხებზე, რომელიც უკავშირდება დეინსტიტუციონალიზაციას. არსებობს გაერთიანებული ინტერესი, რომ წინ წავიწიოთ, ეს ყველა მხარისგან ვიგრძენი. იქნება სხვადასხვა ქმედება, რათა დისკუსია წინ წავიდეს და ასევე ნარატივი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა ამ გადამწყვეტ საკითხზე რეალური ნაბიჯები გადავდგათ წინ.

პარალელურად, ვნახე, რომ პარლამენტი ემზადება სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად ბავშვთა დაცვის კოდექსზე, რაც მისასალმებელი ფაქტია. ვფიქრობ, პარლამენტის როლი ამ პროცესში იქნება ძალიან სასარგებლო. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ უკვე ჩართულები ვართ და მოწადინებული ვართ პროცესის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსია იყო ძალიან კარგი და სასარგებლო. ჩვენ ვიმსჯელეთ მიღწეულზე და დავსახეთ სამომავლო ამოცანები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.