ჩემი ინფორმაციით ამირან გამყრელიძე სამსახურიდან გაუშვეს – გიორგი ჩალაძე

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძე გაუშვეს სამსახურიდან.

,,ჩემი ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე გაშვებულია სამსახურიდან. მას ჰქონდა საუბარი ხელმძღვანელ პირებთან, როცა მას პირდაპირ მოსთხოვეს პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც მისი ბრალი არის დიდწილად, მაგრამ მასთან ერთად სხვებმაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა. მან თქვა , რომ თავს ვერ შევირცხვენ, ამხელა კაცი ვარ, მეც ამომივიდა ყელში ტყუილები, დავიღალე, არაფრად მიღირს და მინდა წასვლა, მაგრამ შემოვა ვაქცინები საქართველოში, დანაპირებ პროცესს დავაყენებ გზაზე და შემდეგ წავალ.

მე არ მინდა ჭორაობა, მაგრამ ეს კაცი არის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდება.

თუმცა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პრობლემების პერსონიფიცირება. ჩვენი პრობლემა ამირან გამყრელიძე კი არ არის, არამედ უსაქმურობა, არაპროფესიონალიზმი, ჩავარდნილი ტესტირება, ჩავარდნილი ვაქცინაცია, დაგვიანებული გადახდები. სისტემის ერთი ნაწილის გამოცვლით არაფერი მოხდება,“ – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.