თედო ჯაფარიძე: ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ

თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს:

-„შოკირებული ვარ სტამბოლში,  ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. სასტიკად ვგმობ ამგვარი ძალადობისა და ტერორიზმის გამოვლინებას. მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს საშინელი ტრაგედია უნდა იქცეს დასაწყისად გლობალური ბრძოლის გააქტიურებისათვის ნებისმიერი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ,  მათი რელიგიური კუთვნილებისა და ეროვნების მიუხედავად.  ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ.

კომენტარის დატოვება