ი​მედი მაქვს, რომ 5 ივლისს ყველა მოქალაქე სათქმელს იტყვის ფიზიკური თავდასხმის გარეშე – ნინო ლომჯარია

პრაიდის მონაწილეებს და ორგანიზატორებს საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქის შეკრების და გამოხატვის უფლება

„ჩვენ ვხედავთ მუქარის შემცველ მესიჯებს გარკვეული აგრესიული ჯგუფების მხრიდან, მათ შეუძლიათ შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება, თუმცა მშვიდობიანი ფორმით. თუ ეს იქნება ძალადობრივი ფორმა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება. იმედი მაქვს, რომ ის წინასწარი ღონისძიებები, რაც ახლა მიმდინარეობს, მოგვიტანს შედეგს, გადაიდგმება პრევენციული ნაბიჯები და ყველა მოქალაქე სათქმელს იტყვის ფიზიკური თავდასხმის გარეშე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული გაიმართება.