“მოდერნას“ განცხადებით, კომპანიის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო “მოდერნას“ ვაქცინა „დელტა“ ანუ, ე.წ ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით, მის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ავრცელებს.

კვლევა 8 ადამიანის სისხლის ჯგუფზე ჩატარდა და ნიმუშები ამ ადამიანების მიერ ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. აღმოჩნდა, რომ “მოდერნას” ვაქცინა ბევრად უფრო ეფექტური იყო „დელტა“ ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლენილი „ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.

„ახალი მონაცემები დამაიმედებელია და გვიმტკიცებს რწმენას, რომ “მოდერნას” კოვიდ-19-ის ვაქცინა ახლად გამოჩენილ ვარიანტების წინააღმდეგაც გააგრძელებს ჩვენს დაცვას,” – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი ბანცელმა.