საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 164, „პისიარ“ ტესტით – 13 453.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,59 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,69 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 366 078 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 747 გამოჯანმრთელდა, 5 316 კი, გარდაიცვალა.