ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავლწლოვან ხეებს უკიდია.

ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება.

რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს სახამძრო-სამაშველო ჯგუფები.