ირაკლი კობახიძე – არც ერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდათ არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადათ

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა ხუთი ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები: გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი); გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა; გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება; გაუყალბეს არჩევნების გაყალბება. ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერც ერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არც ერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდათ არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.