ზესტაფონში 21 წლის მამაკაცი მოკლეს

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

როგორც ცნობილია 21 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.