წალკაში „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

წალკაში, „ტვ პირველის” რეპორტიორ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხნენ.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა.