„მხოლოდ დამცავი ფარით მგზავრები რეისზე არ დაიშვებიან” – რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს Wizz Air-ით მგზავრობისას

„მხოლოდ დამცავი ფარით მგზავრები რეისზე არ დაიშვებიან. საკვებისა და სასმელის მიღების დროს, ცხადია, შეგიძლიათ, მოიხსნათ პირბადე. თუმცა, ფრენის დროს სულ უნდა გქონდეთ თან. ეკიპაჟის წევრებს ეკეთებათ პირბადეც და ხელთათმანიც. ჩვენ ვახდენთ თვითმფრინავის სისტემურ დეზინფექციას და ჩვენ სავენტილაციო სისტემაში ჰაერი მუდმივად იცვლება, საათში ოცჯერ. ჰაერი თვითმფრინავში ძალიან სუფთაა”, – ამის შესახებ Wizz Air- ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ პირველ არხს განუცხადა.

„რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნების წესებს, ისინი განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყენაში არ არის აუცილებელი პირბადის ტარება ღია სივრცეში, მაგრამ შიდა სივრცეში აუცილებელია. ვურჩევდი მგზავრებს, გამომგზავრებამდე გაეცნონ კონკრეტული ქვეყნების წესებს, რათა მზად იყვენენ. ვფიქრობ, ქვეყნების უმეტესობა შეზღუდვებს ამსუბუქებს, არ მგონია, რომ საქართველოსთან შედარებით დიდად განსხვავებული წესები იყოს სხვა ქვეყნების უმრავლესობაში. მგზავრებს ვაძლევთ უფლებას, ყველა თავისუფალ სკამზე დასხდნენ. ფრენა ძალიან უსაფრთხოა და ჩემ მიერ ნახსენები სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს, რომ ჰაერში ნაწილაკები არ ვრცელდება, რადგან ჰაერი უბერავს ზემოდან ქვემოთ და ეს ნაწილაკები დაბლა ჩადის,სავენტილაციო სისტემა იწოვს. ფილტერების საშუალებით ნაწილაკების 99.97 ნაწილაკებს წმენდს. ჰაერი, რომელიც თვითმფრინავში არის, ძალიან სუფთაა“, – განაცხადა „ვიზეარის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მგზავრობისას პირბადე უნდა ეკეთოთ ორი წლის ასაკის ზემოთ ბავშვებსაც.

„პირბადის გარეშე მგზავრობის გამონაკლისი შემთხვევებიც შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში აუცილებელია, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა და ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი მიზეზი. მგზავრმა უნდა დაადასტუროს, რატომ ვერ ატარებს პირბადეს სამი საათის განმავლობაში. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი თავი და ასევ მგზავრებიც. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ერთმანეთი.

ჩვენ საქართველოს ერთგულები ვართ. გავაკეთეთ ყველაფერი, რათა აღგვედგინა ფრენები, რაც შეიძლება სწრაფად”, – „ვიზეარის“ წარმომადგენელმა ანდრაშ რადომ.

1tv.ge