საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 30579 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15598, PCR ტესტით – 14981.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3,2%, ბოლო 14 დღის – 2,66%, ბოლო 7 დღის – 2,86%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 367058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 352624 გამოჯანმრთელდა, 5327 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 265290, დღიურად კი – 3174 ადამიანი.