გაუსაძლისი სიცხე კანადაში – ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია, რასაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კანადის დასავლეთ სანაპიროს პროვინციაში უკვე მეხუთე დღეა რეკორდულად მაღალi ტემპერატურა ფიქსირდება, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა კიდეც.  რამდენიმე რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია, რის გამოც სკოლები და ბაღები დაიკეტა. გარდაცვლილად ითვლება მინიმუმ 233 ადამიანი. მათი უმრავლესობა მოხუცები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არიან.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული საჭიროების გარდა სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. გაიხსნა სპეციალური დარბაზები, სადაც მოქალაქეებს გაგრილების საშუალება ექნებათ.