ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა

პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდსერთიფიკატების ფუნქციონირება დაიწყო. მათი ამოქმედების მიზანი პანდემიის პერიოდში მოგზაურობის შემსუბუქებაა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სერტიფიკატები სამი ტიპის იქნება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერთიფიკატი.

კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ. ის ძალაში 180 დღის განმავლობაში იქნება. ანტისხეულებზე მოწმობის გაცემა ჯერ არ განიხილება. სერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში ამოქმედდა და მისი მიღება შესაძლებელია როგორც ციფრული, ისე დაბეჭდილი ფორმით.

სერტიფიკატები „ასტრაზენეკა ქოვიდშილდის“, „სინოფარმის“ „სინოვაკის“„ბიონტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა.