ნიკოლოზ სიმონიშვილი – სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. უნდა გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა ამ პირთა უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს ყველანაირი ღონისძიება, რაც მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა.

მე ვერ ვისაუბრებ, რა ღონისძიებები შეიძლება იყოს და როგორი ტაქტიკური ნაბიჯები შეიძლება გადადგას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება, თუმცა მათ აქვთ კონსტიტუციური ვალდებულება, გაატარონ ყველანაირი ღონისძიება.

„სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. უნდა გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა ამ პირთა უფლებები იყოს დაცული. მე ვერ ვისაუბრებ, რა სახის ღონისძიებები შეიძლება იყოს და როგორი ტაქტიკური ნაბიჯები შეიძლება გადადგას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება, თუმცა მათ აქვთ კონსტიტუციური ვალდებულება, გაატარონ ყველანაირი ღონისძიება.

მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შევახსენოთ მათი ვალდებულებები, რომლებიც ხალხის წინაშე აიღეს. არ არის სწორი, როდესაც აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეიძლება, ერთგვარი გვერდით გადგომა იყოს ამ ადამიანებისგან და წახალისება, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა იფიქრონ სავარაუდო ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება იყოს ძალადობრივი, დაუსჯელი და ერთგვარად, წახალისებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა