ევროკავშირმა კოვიდ-უსაფრთხო 11 ქვეყნის სიაში საქართველო არ შეიყვანა – სომხეთი და აზერბაიჯანი კი მოხვდნენ

ევროკავშირმა კოვიდ-უსაფრთხო 11 ქვეყნის სიაში საქართველო არ შეიყვანა. ევროკავშირის მიერ განახლებული კოვიდ-უსაფრთხო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში სომხეთი და აზერბაიჯანიც შევიდნენ. ჩამონათვალში ვერ მოხვდა საქართველო.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში, მიმდინარე კვირის ბოლოდან, შეუზღუდავი შესვლის უფლებით  ისარგებლებენ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო კიდევ 11 ქვეყნის მცხოვრებლები, ესენია: სომხეთი
აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ყატარი, საუდის არაბეთი.

SchengenVisaInfo.com-ის თანახმად, ზემოჩამოთვლილ 11 ქვეყანას კორონავირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველო კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სიაში ერთი წლის წინ, 2020 წლის 30 ივნისს შეიყვანა, თუმცა რამდენიმე თვეში, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ამოიღო.